ხობის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი, დავით ბუკია, უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი, დავით ბუკია, უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ახალი მერი მერიის და თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ბუკიას წარმატებები უსურვა და ხობის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
,,დღეს შევუდექი ხობის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას. მადლობას ვუხდი სახელმწიფო რწმუნებულს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. მე არ დავიშურებ დროს და ენერგიას, რათა ჩვენი მუნიციპალიტეტი გახდეს უფრო წარმატებული და განვითარებული“. -აღნიშნა დავით ბუკიამ.
დავით ბუკია დაიბადა 1968 წლის 24 აპრილს ხობში.
განათლება:
1974-1985 – ქ. ხობის N1 საშუალო სკოლა
1985-1986 – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი
1988-1992 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი
1997-2001 – ქ. ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი – ეკონომისტის კვალიფიკაცია საბაჟო საქმის სპეციალობით
1986-1988 – სავალდებულო სამხედრო სამსახური
სამუშაო გამოცდილება:
1993-1994 – რეგიონალური სამხედრო პროკურატურა – გამომძიებელი
1994-1999 – ქ. ფოთის პროკურატურა – უფროსი გამომძიებელი
1999-2003 – ქ. ფოთის პროკურატურა – პროკურორის თანაშემწე
2003-2013 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო – უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი
2013-2014 – საქართველოს პარლამენტი – მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი
2014-2018 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო – უფროსის მოადგილე
2018-2021 – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
2014 – სპეციალური წოდება – ვიცე პოლკოვნიკი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები