ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთი თანამედროვე და კომფორტული ქალაქი იქნება

ოზურგეთის ახალი მერი, ავთანდილ თალაკვაძე უფლებამოსილების შესრულების ოფიციალურად დაწყებამდე მეეზოვეებს შეხვდა.

„ ვიდრე მერისთვის განკუთვნილ ოფისში მივიდოდე, დღეს, დილის 7 საათზე ჩვენი ქალაქის რამდენიმე უბანი მოვიარე და მეეზოვეებს შევხვდი.
აქ სიტყვები ზედმეტია – ყველა მიხვდება საიდან უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება.
ოზურგეთი თანამედროვე და კომფორტული ქალაქი იქნება! ერთად განვაახლოთ ოზურგეთი!“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები