თელავის კულტურის ცენტრში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
თელავის კულტურის ცენტრში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ “კვირას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებს სამედიცინო სფეროს მოწვეულმა ექსპერტებმა და სპეციალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაეტარებინათ ვაქცინაცია.
Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია გაეროს ასოციაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები და ტრენინგები საქართველოს ხუთი რეგიონში – კახეთში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, აჭარისა და იმერეთში ჩატარდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.