“ეფექტური და ხარისხიანი მომსახურებისთვის სამტრედიის მერიამ გარე განათების ამწე შეიძინა”

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ, გარე განათების ქსელის მომსახურებისთვის ახალი ამწე-კალათა შეიძინა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამწლიანი გარანტიით,
ევროსტანდარტების შესაბამისი ამწე-კალათა კომუნალურ გაერთიანებას გადაეცემა.

“მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკა, რათა სხვადასხვა მომსახურება უფრო ეფექტური გახდეს. მოგეხსენებათ, უახლოეს წლებში გარეგანათების ქსელი სამტრედიაში საკმაოდ გაიზარდა, ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე განათების 9987 წერტილია აღრიცხული. გარე განათების გაზრდილ ქსელს შესაბამისი მომსახურება სჭირდება, რომლის განხორციელებისთვის საჭირო გახდა ახალი ტექნიკა, სწორედ აუცილებლობიდან გამომდინარე შევიძინეთ ახალი ამწე-კალათა”, – განაცხადა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები