200-ლარიანი დანამატების გაცემა დაიწყო – გორის მუნიციპალიტეტში პენსიონერები კუთვნილ თანხას იღებენ
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემა დღეიდან დაიწყო. მოქალაქეებს კუთვნილი დანამატის მიღება მთელი ქვეყნის უკვე მასშტაბით შეუძლიათ.
მთავრობის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში 200-ლარიანი დანამატის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევშიც მიმდინარეობს.
დღეს მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებმაც პირველადი აცრა 8 ნოემბრის შემდეგ ჩაიტარეს დანამატის მისაღებად მივიდნენ.
ცნობისთვის, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ჩაერთვებიან, დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ.