რუსეთი ე.წ.სამხრეთ ოსეთში გაცემულ, ვაქცინაციის სერტიფიკატებს აღიარებს

რუსეთი აღიარებს ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრილი პირების კოვიდსერტიფიკატებს.

ამის შესახებ ე.წ.ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„ამ დროისთვის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აცრილი, რუსეთის მოქალაქეებისთვის QR კოდების მინიჭებაზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადეს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლიკლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 60-მდე ადამიანს ჩაუტარდა, ჯამურად, იმუნიზაცია ე.წ. რესპუბლიკის ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს გავლილი.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს ე.წ. რესპუბლიკაში Sputnik-V ვაქცინების მეორე პარტია ჩაიტანეს 500 დოზის ოდენობით და – Sputnik-Light-ის 1500 დოზა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები