ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 20 ნოემბერს მარნეულში ღონისძიება გაიმართება

ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, ხვალ, 20 ნოემბერს, მარნეულში ღონისძიება გაიმართება, სადაც მოსულ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ. ადგილზე მობილიზებული იქნება იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფები. მათ მომსახურებას ვაქცინირებული პირები უფასოდ მიიღებენ, ასევე გადაეცემათ სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში – პაატა იმნაძე; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ხათუნა ზახაშვილი; ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი; მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი – ზაურ დარგალი.

ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და დღის პირველ ნახევარში, არაოფიციალური ნაწილი ბავშვებს დაეთმობა. მათ განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და მასკოტები.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს – Ellis Band.

დღის ბოლოს კი ბენდი – Goofyland წარდგება.
ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები