როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

19 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

“22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 20-21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები