“ქართული ოცნების” ბათუმის ორგანიზაციის წევრი ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ სავარაუდო ზეწოლისა თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც აროშიძე ამბობს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები სიცრუეს ავრცელებენ და თანაგუნდელის ხსოვნას პატივს არ სცემენ.
“ის სპეკულაციები, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ნუგზარ ფუტკარაძის გადარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოიწყო, ყოველგვარ მორალს გადაცილებულია. მექნება თხოვნა, რომ დღეს სპეკულაციების ადგილი არ არის. ნაცვლად იმისა, რომ თანაგუნდელს ღირსეული პატივი მიაგონ, ხსოვნას პატივი სცენ, იყენებენ მძიმე ტრაგედიას, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ. ამას ხედავს და განსჯის საზოგადოება. დღეს სოციალურ ქსელში რამდენიმე ვაი პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ თითქოს “ქართული ოცნება” ზეწოლას ახდენდა ბატონი ნუგზარის ჯანმრთელობაზე, ეს არის სრული სიცრუე”,- აცხადებს ტიტე აროშიძე.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის” არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.