დმანისში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

 

ვაქცინაციის ხელშეწყობის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზაქლოსა და ამამლოში,
საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ორ სოფელში ჯამში 43 მოქალაქე აიცრა.

“ვაქცინაციის ხელშეწყობის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზაქლოსა და ამამლოში,
საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სოფელ ბაზაქლოში 25 -მა, ხოლო ამამლოში 18 -მა მოქალაქემ გაიკეთა.

აცრის ხელშეწყობის წამახალისებელ კამპანიას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ევროკავშირის დაფინანსებით და NCDC – თან პარტნიორობით ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები