გორის მერიის 2022 წლის ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, სოციალური დახმარების პროგრამის პროგრამის ბიუჯეტი 488 000 ლარით იზრდება

გორის მერიის სოციალური დახმარების პროგრამის  ბიუჯეტი 488 000 ლარით იზრდება. ცვლილებების პაკეტი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე წარუდგინა. საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში  2022 წელს ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარებების დაფინანსება პროგრამის ზოგიერთი მუხლით მოსარგებლეთათვის 50,  100 და ზოგ შემთხვევაში 200 ლარით გაიზრდება.

მერიის მიერ მომზადებული პაკეტით 200 ლარით გაიზრდება და 300-ის ნაცვლად 500 ლარი გახდება:

  • ონკოლოგიური პაციენტების კვლევის დაფინანსება;
  • ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების დაფინანსება;

100 ლარით იზრდება:

  • სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები – 400-დან 500 ლარამდე;
  • მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში 100-დან 200 ლარამდე;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების (150 000 ქულამდე) დახმარება მე-3 შვილის შეძენისას 200-დან 300 ლარამდე;
  • ოთხშვილიანი ოჯახების ყოველწლიური დახმარება 400-დან 500 ლარამდე;
  • მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 300-დან 400 ლარამდე.

50 ლარით იზრდება:

  • მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა 100-იდან 150 ლარამდე;
  • პრობაციონერების დახმარება 250-დან 300 ლარამდე;
  • უსინათლოების დახმარება კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე;
  • სმენადაქვეითებულების დახმარება 200-დან 250 ლარამდე;

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტით სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დაფინანსება მთლიანად 2 524 100 ლარითაა განსაზღვრული, რაც გასულ წელთან შედარებით 488 000 ლარით მეტია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები