ლანჩხუთის მერიამ და “წითელმა ჯვარმა” სტიქიით დაზარალებულ ორ ოჯახს სასაჩუქრე კალათები გადასცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და საქართველოს „წითელი ჯვრის” საზოგადოების ლანჩხუთის ფილიალის თავმჯდომარემ ლანჩხუთში, ნატო ჟორდანიამ ლესაში სტიქიით დაზარალებულ ორ ოჯახს სასურსათო კალათა და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და “წითელი ჯვრის” ერთობლივი საჩუქარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ 100 ოჯახს გადაეცემა.
როგორც მერიის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბენეფიციარებმა სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადეს დახმარებისა და თანადგომისთვის.
შეგახსენებთ, რომ “წითელი ჯვარი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არაერთ მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები