კოვიდტესტირების პუნქტი საიუველირო მაღაზიაში – რეგულირების სააგენტომ თბილისში, რუსთავსა და ბათუმში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები აღმოაჩინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, კოვიდ ტესტირების პუნქტი გამოავლინა, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მსგავსი შემთხვევები რუსთავსა და ბათუმშიც გამოიკვეთა.

“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდ ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
სააგენტოს მიერ, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს
მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები