დღეში 300-მდე პენსიონერი იცრება – ზუგდიდში იმუნიზაციის ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად გაზარდა იმუნიზაციის ტემპი.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, დღეში 300-მდე 60 წელს გადაცილებული პირი იცრება.
ცნობისთვის, მთავრობის ინიციატივით, ის პენსიონერები, რომლებიც 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩთვლით ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტია, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხდება. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ემსახურება.