ხმაური შეკვეთილში – დენდროლოგიურ პარკთან “ნაცმოძრაობის” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკთან „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის ორგანიზაციის წევრებმა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია.

შეკრებილებმა ასფალტზე საპროტესტო წარწერების დატოვება სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

„იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობა, მოვითხოვოთ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ მოვაწყოთ ძალიან მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი და ვხედავთ, რომ ჩვენზე მეტი პოლიციელი მოვიდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის ტოტალური მოსმენა და არაფერი არ შეცვლილა. რამდენიმე ადამიანი მოვედით აქ, ინფორმაცია არ გავრცელებულა, მე ამ დილით ზარი განვახორციელე ღია ხაზზე, ესეც შეგნებულად და პოლიციელები გამოიქცნენ და ჩამოგვასწრეს. ახლა გვეუბნებიან, ოღონდ ბიძინა ივანიშვილს ნუ შეაწუხებთო და წადითო სხვაგან“, – განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები