12 წლის მოზარდის გაუპატიურებას მამა შეესწრო – რა დეტალები ხდება ცნობილი სამეგრელოში მომხდარზე

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 12 წლის მოზარდის გაუპატიურებას 40-წლამდე მამაკაცს ედავებიან. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია და ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, გაუპატიურების ფაქტი 12 წლის მოზარდის ოჯახში მოხდა, იმ დროს როცა სახლში არავინ იყო. დაზარალებული მოზარდის მამა ამბობს, რომ ფაქტს თავად შეესწრო და 40 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი პოლიციას ჩააბარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მომდინარეობს, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები