ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება
წყალმომარგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
როგორც წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყო.
“დღეის მდგომარეობით სოფელ ბულაჩაურში არსებული ამორტიზებული სისტემისა და დებეტის სიმცირს გამო, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში სოფლისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა. შედეგად, ბულაჩაურს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.