8 ნოემბრის შემდეგ, მცხეთაში აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდა 

მცხეთის მუნიციპალიტეტში 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფლის ამბულატორიებში გაზრდილია აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.

“მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის ამბულატორიაში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე. მან მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისათვის, ამ ეტაპზე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის 10 ამცრელი ამბულატორია და 2 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მოქმედებს. აღნიშნულ პუნქტებში მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციისათვის ყველა პირობა შექმნილია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები