,,ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებ.
მათი ცნობით, აქტივობები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
“შეხვედრებს უძღვებოდნენ სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სოფლებში მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 53-მა მოქალაქემ გაიკეთა”, – ნათვამია ინფორმაციაში.