მეფუტკრეობის 8 და ჟოლოს სამრეწველო ბაღების 12 პროექტი – გიორგი სურმანიძემ ხულოში სოფლის მეურნეობის პროექტები დაათვალიერა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის ქვეპროგრამის „სასოფლო – სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და მოადგილე მირიან ქათამაძე, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ, სადაც მეფუტკრეობისა და ჟოლოს სამრეწველო ბაღების პროექტები დაათვალიერეს.
“ქვეპროგრამა „სასოფლო – სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ხელს უწყობს აჭარაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მდგრად წარმოებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობის მიმართულებით დაფინანსდა – 38 პროექტი, ხოლო ჟოლოს მიმართულებით – 12 პროექტი, სადაც – 2 ჰა ფართობზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ჟოლოს სამრეწველო ბაღი.