ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 495-მდე გაიზარდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოავლინა.
როგორც ადგილობრივი მედია შტაბზე დაყრდნობით წერს, COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი – 2 გუდაუთის ჰოსპიტალში და 1 სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში.
2020 წლის გაზაფხულიდან დე-ფაქტო აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 33 574 და გარდაცვალების 495 შემთხვევა. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გასული წლის გაზაფხულიდან დადასტურებული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 9500-ზე მეტი შემთხვევა და კოვიდით 161 პაციენტის გარდაცვალება. ცხინვალის რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, 53 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.