ამბროლაურში, “განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
“განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოების მიმდინარეობას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზვიად მხეიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად პირადად გაეცნო.
“პროგრამის ფარგლებში ამბროლაურში სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავას ქუჩაზე, სადაც გათვალისწინებულია 3 შენობის რეაბილიტაცია და კულტურის სახლის უკან მდებარე ე.წ ‘’მაგრელიოს სკვერის’’ კეთილმოწყობის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ასევე დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება კოსტავას ქუჩაზე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.