სარფის საბაჟოზე 5 კილოგრამამდე ოქრო ამოიღეს – კონტრაბანდის ფაქტზე 1 პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 5 კგ-ზე მეტი ოქროს ნაკეთობა, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომელშიც, საბაჟო კონტროლის შედეგად, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.