ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში, 103-ე შეხვედრა გაიმართება
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 103-ე შეხვედრა გაიმართება. პანდემიის პირობებში მონაწილეები ერთმანეთს კოვიდრეგულაციების დაცვით შეხვდებიან.
მხარეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე გამოვლენილ ინციდენტებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე.