პოლიციამ მოშიმშილეებს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ამ ეტაპისთვის არც ერთი მოშიმშილე არ იმყოფება. პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანა. ასევე, დარბაზიდან გამოტანილია მათი პირადი ნივთები და ლეიბები.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია. ცოტა ხნის წინ კი, მოშიმშილეები სამართალდამცავებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ. ამ დროისთვის, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების„სხდომა მიმდინარეობს. ადგილზე რჩება რამდენიმე ათეული პოლიციელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები