ონის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პროექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი, ასევე ყურადღება გამახვილდა ზამთრის სეზონისთვის მზადებასა და შიდა სასოფლო გზების მდგომარეობაზე.
“წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ,
ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილ პრობლემურ თემებზე და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე სერგო ხიდეშელმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას და ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებს გულისხმობს და მოუწოდა მოქალაქეებს , აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს : ონის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.