რუსთავისა და ზუგდიდის შემდეგ “ნაცმოძრაობის” წევრებმა შიმშილობა ფოთის საკრებულოში დაიწყეს
ფოთში, “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატებმა: ანი ჯოჯუამ, არჩილ ხულორდავამ და ლაშა რუხაიამ, საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მოშიმშილეები შიმშილობას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში არ გადაიყვანენ.