ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისში მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები ურიგდება
ვაქცინაციის ხელშეწყობის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოში, მერის წარმომადგენლებმა, კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერების საშუალებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ამის შესახებ “კვირას” დმანისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, აცრის ხელშეწყობის წამახალისებელ კამპანიას საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ევროკავშირის დაფინანსებით და NCDC – თან პარტნიორობით ახორციელებს.