დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების მყარი ბიოსაწვავი “ბრიკეტით” უზრუნველყოფა დაიწყო
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მარტოხელა და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების მყარი ბიოსაწვავი “ბრიკეტით” უზრუნველყოფა დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მერია 42 400 ლარის ფარგლებში 53 ტონა ბიო საწვავი “ბრიკეტით”, 163 ბენეფიციარის თხოვნას დააკმაყოფილებს.