ხულოს მერია: სოფელ დიოკნისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა აშენდება
სოფელ დიოკნისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალ შენობას კულტურულ საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება, რომელშიც სხვადასხვა საჯარო შეხვედრების სივრცე, სოფლის კლუბი და ბიბლიოთეკა განთავსდება.
“დიოკნისის თემის მოსახლეობას, ახალი პროექტის პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ წარუდგინა.
გარდა ადმინისტრაციული შენობისა, ვახტანგ ბერიძემ დიოკნისის მოსახლეობასთან იმ პრიორიტეტულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც აღნიშნულ თემში მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე 2022 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში იქნება ასახული”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.