ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ლეიბები სხდომათა დარბაზში გაშალეს

 

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა ოპოზიციონერმა წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ლეიბები საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმით, წინა მოწვევის დეპუტატების მიერ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებას და მის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ.
ლეიბების საკრებულოს დარბაზში შეტანის უფლებას მათ დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა „ ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ და პარტიის სხვა წევრებმა ლეიბების დარბაზში შეტანა მაინც მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები