18 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება
მიმდინარე წლის 18 ნოემბრის 10:00 საათიდან 24 ნოემბრის დღის ბოლომდე ზუგდიდს მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარი” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზის ტრასპორტირების მიერ გეგმიური სამუშაოები გახდა. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 ნოემბრის 12:00 საათიდან დაიწყება და 22 ნოემბრის დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგებათ.
“კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.