გასული 24 საათის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში კოვიდინფექციას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 2 ადამიანი გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრია. 42 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა, ხოლო 50 წლის მამაკაცი რუხის კლინიკის პაციენტი იყო.
ამ ეტაპზე სამეგრელოს კოვიდცენტრებში 470 პირი მკურნალობს, 39 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კარანტინში 24 მოქალაქე რჩება. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 210-ს შეადგენს.