საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცია წარმოებული
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცია წარმოებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატის აღნიშნულია პუბლიკაციაში “სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგები”.
“გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 81.3
ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.0 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.7 პროცენტი
– ღორი, ხოლო 10.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს
ფრინველს) 15.0 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 691.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული
(იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 33.4 პროცენტი მოდის
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.7 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 23.4 პროცენტი –
ღორის ხორცზე, 1.3 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი
უკავია”,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.