ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს.
“სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობამ გამოუყო.
სამშენებლო მასალები ასევე გადაეცათ ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებულ 20 ოჯახს 189997 ლარის ღირებულების მასალები გადასცა.
მიმდინარე წლის სექტემბერში ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები