18 ნოემბერს ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

მიმდინარე წლის 18 ნოემბრის 10:00 საათიდან 22 ნოემბრის დღის ბოლომდე ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება.ხოლო, ჩხოროწყუს მოსახლეობას გაზმომარაგება 18 ნოემბრის  06:00 საათიდან 22 ნოემბრის დღის ბოლომდე შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია “სოკარი” ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა ლიცენზიატის მიერ გეგმიური სამუშაოები გახდა. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 ნოემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22 ნოემბრის დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგებათ.

“კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge”, – აღნიშნულია “სოკარის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები