გიორგი სურმანიძე: სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას

მეფრინველეობის მიმართულებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა მოეწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, მოადგილე მირიან ქათამაძესთან და აგროსერვის ცენტრის დირექტორთან, გოჩა ბერიძესთან ერთად, მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

მეფრინველეობის ფერმა “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” – საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიხსნა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსებამ 99 630 ლარი შეადგინა

ფერმა ერთი თვის პერიოდში საშუალოდ 3-ტონამდე ნედლ ხორცს აწარმოებს. რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ აგრარულ ბაზარში და სუპერმარკეტების ქსელში ხდება. საწარმოში მუდმივად 7 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები