გორის მერია: მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 52 953 000 ლარს შეადგენს
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადგენილ ვადაში წარუდგინა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტი 52 953 000 ლარს შეადგენს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა დოკუმენტს უკან დაუბრუნებს მერს. მერია კი, ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა კვლავ წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს განსახილველად.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ნახვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე: http://gori.gov.ge/sajaro-informacia11/757-goris-municipalitetis-2022-tslis-biujetis-proeqti.html