ბიჭვინთაში რუსი ტურისტი დაიკარგა

ოკუპირებული გაგრის რაიონის ე.წ. მილიციის განყოფილება 1978 წელს დაბადებულ, რუსეთის მოქალაქეს, დმიტრი ეფრემოვს ეძებს.

ე.წ. შს უწყებას შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით 2 ნოემბერს ეფრემოვის დედამ მიმართა.

ამჟამად ცნობილია, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში ისვენებდა, სოფელ ალახაძში ქირაობდა პატარა სახლს და 29 ოქტომბრიდან ნათესავებთან კონტაქტზე არ გასულა.

სამძებრო სამუშაოების დროს ეფრემოვის ტანსაცმელი ზღვის პირას, წყლიდან 10 მეტრში ნახეს. იქვე იპოვეს მისი პასპორტიც.

მოგვიანებით, ასევე ნაპოვნია მისი მობილური ტელეფონი და 98 ათასი რუბლის ოდენობით ფული.

საქმეს რაიონული ე.წ. პროკურატურა იძიებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები