ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი, იამზე თურაძე გარდაიცვალა. მას ორი – 11 და 14 წლის შვილი დარჩა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ქალი სოციალურად დაუცველი იყო და შვილებთან ერთად „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა.
ქალის ახლობლის განცხადებით, ბავშვებს არც მამა ჰყავთ, ის წლების წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.