ბათუმში კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა – მერია განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერია რურუას ქუჩის #1ა-ში საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხე დაზიანდა, როს გამოც შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამ, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„რურუას ქუჩის #1ა-ში დაფიქსირდა საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანების ფაქტი. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დაიწყო 72 ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის პროცესი. უკვე დაიგეგმა საექსპერტო პროცედურები, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს.

მოხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. 2022 წლიდან დაგეგმილია ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედება, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ბათუმის მერის განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ ბათუმში რურუას ქუჩის #1ა-ში მცხოვრები 72 ოჯახი კორპუსიდან გამოვიდა. მოსახლეობის განცხადებით, სახლი ავარიულია, დღეს კი კიდევ ერთი კედელი გაიბზარა. მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდა და დახმარებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები