ქუთაისისა და ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის კვლევის მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის დადგენილების, „ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესის“ აღსრულების მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა აქტიურად იმუშავა კვლევის ახალი მეთოდის შესწავლის, დანერგვის და აკრედიტაციის მიმართულბით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს დიდი ბრიტანეთის ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სააგენტოს (Animal and Plant Health Agency (APHA-Scientific) –VETQAS) მიერ ორგანიზებლი პროფესიული ტესტირება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებრი ენცეფალოპათიაზე (BSE), რაც ადასტურებს, რომ ჩვენი სპეციალისტები სრულყოფილად ფლობენ დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდებს.

“ამჯერად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტების დახმარებით მიმდინარეობს ქუთასისა და ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტთა სწავლება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის დიაგნოსტიკის მეთოდების შესწავლის და აღნიშნულ ლაბორატორიებში დანერგვის მიზნით.
სწავლების დასრულების შემდეგ, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მზად იქნება, სრული დატვირთვით იმუშაოს ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრისთვის.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე – http://sla.gov.ge/”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები