რუსთავში და ზუგდიდში საკრებულოს დეპუტატებმა “ნაცმოძრაობიდან” შიმშილობა დაიწყეს

რუსთავის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის  მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის დაწყების თაობაზე განცხადება, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რუსთავის მერიის წინ ბრიფინგზე გააკეთეს, რის შემდეგაც საკრებულოს შენობაში ფრაქციისთვის გამოყოფილ ოთახში გადაინაცვლეს.

იგივე მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა 4-მა დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულოში. “ნაცმოძრაობის” წევრებს შეურთდა ექიმი მალხაზ ჯალაღონიაც, რომელიც “ნაცმოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები