შუახევის მერი კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად, კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“შეხვედრის მიზანს, არსებული პრობლემების განხილვა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა.
კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, გარე-განათების სისტემების მოვლა-პატრონობა, სკვერების, მწვანე ნარგავების გაშენება, წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ა.შ.
უწყების თანამშრომლებს, ომარ ტაკიძემ, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოებისთვის, რომლებსაც ისინი მუნიციპალიტეტისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.