ეპიდსიტუაცია და ვაქცინაციის მნიშვნელობა – დუშეთის სოფლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალისა და სოფელ ჭართლის მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მცხეთამთიანეთის სახელმწიფო რმწუნებულმა დავით ნოზაძემ, ახლადარჩეულ მერთან, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს და მათ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

როგორც მხარის პირველმა პირმა დავით ნოზაძემ განაცხადა, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მცხეთამთიანეთის რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდეთ. ასევე, მათ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, პენსიონერები, პირველი აცრის გაკეთების შემდეგ,  ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებენ.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა ექიმისპეციალისტი, რომელიც შეკრებილ საზოგადოებას აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეხვედრებს აუცილებლად გავაგრძელებთ და ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა ვაქცინაციის პროცესში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს,” – განაცხადა მცხეთამთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავითნოზაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას მცხეთამთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები