ფოთის მერიის ინიციატივით, კლინიკაში „ლაზიკამედში“- დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, კლინიკაში „ლაზიკამედი“- დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
“კონსულტაციებს ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი რობაქიძე და ოფთალმოლოგი ქეთევან გიორგიძე ატარებენ.
პროგრამის მიზანია თვალის პათოლოგიების გამოვლენა და პრევენცია, სქოლიოზის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ორთოპედის კონსულტაცია და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ, თვალისა და ხერხემლის(სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით.
აღნიშნულ მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კლინიკა „ლაზიკამედი“ ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.