დავით ბახტაძე: სამტრედიაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამტრედიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ კულტურის სახლის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, მიმდინარეობს ე.მანჯგალაძის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სრულად რეაბილიტირდება კულტურის ცენტრის მეორე სართულზე შენობის ამორტიზებული ნაწილი. ეწყობა ახალი ელექტროგაყვანილობა.
მუნიციპალიტეტის მერი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს და კულტურის ცენტრის ადმინისტრაციას ესაუბრა.
“ამ ისტორიულ ცენტრს სჭირდება განახლება და ახალი სიცოცხლის შეძენა. კულტურის ცენტრის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. უახლოეს ხანში ჩვენ გვექნება განახლებული კულტურის სახლი”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.