რუსთავის მოქმედმა მერმა 4 წლის ანგარიში წარადგინა და ნინო ლაცაბიძეს ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა

“რუსთავი-ქალაქი რომელიც ჩვენია“ – ირაკლი ტაბაღუამ ოთხწლიანი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.

ანგარიშის პრეზენტაციას,  არჩევნებში გამარჯვებული მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე დალაქიშვილი და გიორგი კახიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, სხვადასხვა პროფესიის რუსთაველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

2017-2021 წლებში, რუსთავში 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ქალაქის ისტორიული უბნები, განხორციელდა მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის სრული რეფორმა, რის შედეგადაც რუსთაველებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტრანსპორტი ემსახურება. ,, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეკრეაციაზე და ოთხ წელიწადში, რუსთავს 5 ახალი მულტიფუნქციური სკვერი შევმატეთ. აშენდა 3 ახალი და სხვადსხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქში არსებულ ყველა საბავშვო ბაღს. განხორციელდა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, ქალაქს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა- ძლიერი წვიმების დროს ღვარცოფული ნაკადებისგან ქალაქის დატბორვის საშიშროება აღარ აქვს. დაიწყო რუსთაველებისთვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი- სპორტის სასახლის მშენებლობა. 2017-2021 წლებში, რუსთავში განხორციელებული ახალი ინვესტიციების რაოდენობამ 350 მილიონ ლარს გადააჭარბა. კიდევ ბევრი გამოწვევა დარჩა ქალაქს და მომავალ მერს ვუსურვებ, ისეთივე წარმატებული ყოფილიყოს მისთვის მომდევნო ოთხი წელი, როგორი დამოკიდებულებაც აქვს და როგორც უყვარს მას ეს ქალაქი”_ განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზენტაციის დასასრულს, ირაკლი ტაბაღუამ განვლილი ოთხი წლისთვის მადლობა გადაუხადა რუსთაველებს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, წარმატებები უსურვა რუსთავის მომავალ მერს, ნინო ლაცაბიძეს და სიმბოლურად ქალაქის გასაღები გადასცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები