ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე წმინდა მოციქულების პეტრე და პავლეს სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა ზუგდიდსა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.

ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვა-ლოცვას საპატრიარქოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი დაესწრნენ.

ახალი ტაძრის წინამძღვრად მღვდელი მამა იოანე აკობიაა დადგენილი. ტაძრის მშენებლობას 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი. პეტრე და პავლეს სახელობის ტაძრის ქტიტორები, ბიზნესმენები – ალექსანდრე, თენგიზ და ვახტანგ ხარებავები არიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები