ავთანდილ გულიკაშვილი საქართველოს მელიორაციის საგარეჯოს სერვისცენტრისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ხვდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი საქართველოს მელიორაციის საგარეჯოს სერვისცენტრისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ხვდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მიზანი მსოფლიო ბანკის ფინანსირებადი პროექტის ფარგლებში, ქვემო
სამგორის საირიგაციო სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო ღონისძიებებია, რომელსაც ახლადარჩეულ მერს ანგარიშის სახით წარუდგენენ.

“2019-2020 წლებში, მომზადდა
მარჯვენა მაგისტრალური არხის მომსახურების ტერიტორიის შიდა-სამეურნეო
ქსელის რეაბილიტაციის დეტალური პროექტი.
პროექტის მომზადების პერიოდში, მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი
ერთეულის ჯგუფის ხელშეწყობით, საზოგადოებრივ საწყისებზე, უსასყიდლოდ და
საკუთარი ინიციატივის საფუძველზე განხორციელდა ფერმერთა 3 საინიციატივო ჯგუფის ფორმირება საპროექტო არეალის ფარგლებში, მარჯვენა მაგისტრალური არხის გამანაწილებლების გ1-გ33 ზონაში (აქტიური, დაინტერესებული პირები, რომლებმაც ინტენსიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ საპროექტო კონსულტაციებში და პრეზენტაციებში).
ამჟამად, სწორედ ზემოაღნიშნული პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს სამელიორაციო შიდა-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მდებარეობს
ბენეფიციართა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და კარმიდამოები. პროექტი დღემდე განაგრძობს ზემოაღნიშნულ ფერმერთა საინიციატივო ჯგუფებთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლების ჩართულობა, რათა პირველ რიგში, ისინი თავად იყვნენ ინფორმირებული მიმდინარე ღონისძიებების შესახებ და ამასთან, პროექტში ჩაბმული პარტნიორებთან ერთად, გამოხატონ მხარდაჭერა ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისა და გათვიცნობიერების აქტივობების ორგანიზებისა და მობილიზაციის საქმეში”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები